ტრენინგ კურსის შესახებ

რეფლექსია

დღე პირველი:     საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა პირველი დღის ტრენინგმა. დეტალურად გავიარეთ პროექტიის გეგმის შაბლონი, განვიხილით თითოეული  საკითხი რომელიც სამომავლოდ დაგვჭირდება პროექტის მომზადებაში.
  პირველ დღესვე განვიხილეთ პორტფოლიოს დანიშნულება და შევქმენით პორტფოლიო სადაც, პროექტზე მუშაობის პროცესში მოძიებულ რესურსებს და მასალებს განვათავსებთ საკუთარ საქღალლდეში რაც ვფიქრობ, რომ გაგვიიოლებს მუშაობის პროცესს.
  დღე მეორე: თავდაპირველად გავიხსენეთ ტრენინგის პირველი დღე, დღევანდელ დღეს გავეცანით სასწავლო პროექტის პორტფოლიოს, შევისწავლეთ მისი დანიშნულება და ის თუ როგორ გამოვიყენოთ პროექრტის გეგმაზე მუშაობის პროცესში ჩვენი პორტფოლიო.
 ვისწავლეთ პუბლიკაციის დაგეგმვა და დავიწყეთ შესაბამის  ელექტრონულ პუბლიკაციაზე მუშაობა.  შევქმენით პროექტის შესაბამის ბუკლეტი. პროექტის განხორციელების პროცესში ბუკლეტს გამოვიყენებთ როგორც ინფორმაციის გადაცემის ერთ ერთ საშუალებას.
  დღე მესამე:  მესამე დღის ფარგლებში გავეცანით ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ სტანდარტებს, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და გეგმის შესაბამისად  საგნობრივი სტანდარტი და ინდიკატორები შევუსაბამეთ  შესაბამის ველში.
 დღე მეოთხე: ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის შაბლონზე გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას რათა პროექტის შესრულებისას  შევძლოთ შეფასების რუბრიკებზე მუშაობა.
 დღე მეხუთე: დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშის შექმნაზე, შევქმენით ბუკლეტი რომელიც, ვფიქრობ რომ ძალიან ეფექტური იქნება სწავლის პროცესში რადგან მოსწავლეებს სტიმულს მისცემს სწავლის პროცესში, აგრეთვე შევქმენით პრეზენტაცია  Power point-ის პროგრამის დახმარებით. ასევე ვფიქრობ რომ ასეთი სახის პრეზენტაცია, მოსწავლეებს ბევრად უფრო გაუადვილებს სწავლას, რადგან ამ დროს გამოყენებულია ბევრად მეტი თვალსაჩინოებანი.
 დღე მეექვსე: დეტალურად განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკები. ვიმუშავეთ და შევქმენით ბუკლეტის შეფასების რუუბრიკა, ისევე როგორც ყველა განხილული საგანი ასევე ძალიან მნისვნელოვანია სასწავლო პროცესში   შეფასების რუბრიკის სწორად გამოყენებაც.
 დღე მეშვიდე: დღევანდელი დღის განსახილველი თემაა დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. გავიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებები, ვისწავლეთ როგორ უნდა გავწეროთ აქტივობები თითოეული მოსწავლების შესაძლებლობების მიხედვით. შესაბამისად აქტივობების გაწერის შემდეგ მოცემული აქტივობა განვათავსეთ პროექტის გეგმაში შესაბამის ველში.
დღე მერვე: დღევანდელ დღეს გავეცანით ფასილიტაციასა და ტექნოლოგიებს. განვიხილეთ არსებული თემის ირგვლივ მომზადებულ ჩექლისტებს. ჩექლისტი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია რომელიც გვეხმარება გაწეული სამუშაოს შესრულებაში, თუ რამდენად ზუსტად გავართვთ თავი აღნიშნულ სამუშაოს. მოვამზადეთ პროექტის ირგვლივ მომზადებული ჩექლისტები და განვათავსეთ პორტფოლიოს შესაბამის ფაილში.
დღე მეცხრე:  ტრენინგ - კურსის მეცხრე დღეს მოვახდინეთ ნაშრომების პრეზენტაცია, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ საკუთარი ნაშრომები და მოვახდინეტ მისი საბოლოო რედაქტირება. შევაჯამეთ არსებული ტრენინგ კურსის ფარგლებში გავლილი მასალები, თუ რა  ვისწავლეთ ამ ტრენინგის ფარგლებში  და როგორ გამოვიყენებთ  მას სასწავლო პროცესში.
 არსებული ნაშრომები ავტვირთეთ საკუთარ ბლოგზე :)

Comments